ალიტა მომავლის სამყაროში გამოიღვიძებს, რომელიც მისთვის სრულიად უცხოა. ისიც არ ახსოვს, თვითონ ვინ არის. მას ექიმი იდო თანაუგრძნობს, რომელიც ხვდება, რომ სადღაც, ამ კიბორგის ფუტლარის მიღმა, განსაკუთრებული წარსულის მქონე ახალგაზრდა ქალის გული და სულია.
მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში, "ნაძირლების" სახელით ცნობილი ებრაული წარმოშობის ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფი იმისთვის შეიქმნა,რომ მესამე რაიხს შიშის ზარი დასცენ. ძალის საჩვენებლად, ისინი ნაცისტებს სკალპებს ხდიან და სასტიკად კლავენ. ლეიტენენტი ალდო რაინის მეთაურობით, ისინი პარიზის ერთერთი კინოთეატრის მფლობელ ფრანგ-ებრაელ მოზარდ გოგონას შეხვდებიან.