როდესაც მზე ჩადის, ახალი სამყარო იღვიძებს, ხოლო ახალი ტექნოლოგიები ჩვენი პლანეტის საოცრებებს სრულიად სხვა ფერთი წარმოაჩენს, სადაც მთელს მსოფლიოში, ჩვენ ამ სამყაროს უდიდეს პეიზაჟებსა და ცხოველების ფარულ მხარეს აღმოვაჩენთ
სტივის, ადელი-პინგვინის ისტორია, რომელიც ცხოვრების მეგზურს ეძებს და შთამომავლობაზე ფიქრობს. სტივი ვუზოს, საიმპერატორო პინგვინს შეხვდება და ისინი დამეგობრდებიან, თუმცა ამ ყინულოვან ანტარქტიკაში ადვილად არაფერი მიიღწევა...
აფრიკული სპილო შანი და მისი მხიარული შვილი ჯომო ჯოგთან ერთად ეპიკურ მოგზაურობაში მიემართება. მათ ასობით მილის გავლა მოუწევთ ვრცელ კალაჰარის უდაბნოში - ოკავანგოს შესართავიდან მდინარე ზამბეზიმდე.
სნოუბორდისტი ტრევის რაისი და მისი მეგობრები გადაწყვეტენ მისიაზე წასვლას. რაისი და მისი გუნდი გამოცდიან ყველა სიმაღლეს და დაიპყრობენ მსოფლიოს ყველაზე თვალწარმტაც ხედებს.
ცხოველთა სამი განსახვავებული ოჯახის გამჭრიახობისა და მოქნილობის ღრმა ანალიზი, როდესაც ისინი ბრაზილიის ველური ბუნების სეზონური უკიდურესობებისა და სასტიკი მტაცებლების პირისპირ აღმოჩნდებიან.
ამ დოკუმენტურ სერიალში თქვენ გაიცნობთ გრიპის წინააღმდეგ წინა ხაზზე მებრძოლ გმირებს და გაიგებთ, თუ რას აკეთებენ ისინი გლობალური პანდემიის თავიდან ასაცილებლად...
ცნობილი ალპინისტის ჯო სიმპსონის ბესთსელერის ეკრანიზაცია, რომელიც მოგვითხრობს მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი რეალური ისტორიის შესახებ. წიგნში აღწერილია სიმპსონის და მისი მეგობარი საიმონ იეტსის ასვლა პერუს ანდების ერთ-ერთ მწვერვალზე 1985 წელს. ახალგაზრდა ამბიციურმა ალპინისტებმა გადაწყვიტეს შორეული სიულ გრანდეს დასავლეთ ქედი დალაშქრონ, რომლის სიმაღლეც შვიდიათასი მეტრია... დღეს სიმპსონი და იეტსი ერთად ბრუნდებიან მოვლენების ადგილზე, რათა თავიანთი თავგადასავალი გვიამბონ
ლეგენდარული დიზაინერის ისტორია, რომელმაც ზუსტად განსაზღვრა სად უნდა მოეხდინა ნიჭის რეალიზება. მას არ აბედნიერებდა მსოფლიო აღიარება, პირიქით რაც უფრო ხმამაღლა ისმოდა მისი სახელი, მით მეტად უვითარდებოდა სულიერი კრიზისი. მოდის კორიფეების, ოჯახის წევრებისა და მეგობრების თვალით დანახული ალექსანდრე მაკქუინი
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჯგუფის COLDPLAY -ს შთამბეჭდავი ისტორია. რეჟისორი გვიჩვენებს ცნობილი ტურის "ოცნებებით სავსე თავი"-ს აქამდე უცნობ კადრებს კულისებიდან, ასევე არქივს, რომელიც კოლექტივის 20 წლიანაი არსებობის მანძილზე მდიდრდებოდა. ფილმი სავსეა ისეთი ჰიტების გრანდიოზული შესრულებებით, როგორებიცაა "FIX YOU" და "VIVA LA VIDA". ისტორიის ბირთვია ჯგუფის წევრების ურყევი მეგობრობა, რომელმაც ბევრ აღმავლობასა თუ წარუმატებლობას გაუძლო.
მივადევნოთ თვალი რამდენად შეძლებს ალექს ჰონოლდი გახდეს პირველი ადამიანი, ვინც განახორციელებს იოსემითის 3.000 ფუტის სიმაღლის „ელ კაპიტანის“ კედელზე ინდივიდუალურ ასვლას. უთოკოდ და უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე, ეს იქნება უდიდესი გმირობა კლდეზე ცოცვის ისტორიაში... მივადევნოთ თვალი რამდენად შეძლებს ალექს ჰონოლდი გახდეს პირველი ადამიანი, ვინც განახორციელებს იოსემითის 3.000 ფუტის სიმაღლის „ელ კაპიტანის“ კედელზე ინდივიდუალურ ასვლას. უთოკოდ და უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე, ეს იქნება უდიდესი გმირობა კლდეზე ცოცვის ისტორიაში...
მძღოლები, მენეჯერები და გუნდის მეპატრონეები ცხოვრების უსწრაფესი ტემპით ცხოვრობენ- ტრასაზეც და ტრასის მიღმაც- ფორმულა 1 -ის რიგითი სასტიკი სეზონის განმავლობაში.
ფილმი მოგვითხრობს დიეგო მარადონას ცხოვრების შესახებ. ქრონოლოგიური პრინციპი არაა დაცული. ცალკეა გაშუქებული ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლა, ოჯახი, მეგობრობა უგო ჩავესთან და ფიდელ კასტროსთან, პოლიტიკური თვალსაზრისი და სხვა დეტალები.
დოკუმენტური ფილმი, რომელიც ახალშობილ მაიმუნზე გვიყვება. იგი და მისი დედა გადარჩენას ცდილობდნენ მაიმუნთა დინამურ ჯგუფში, რომლებიც სამხრეთ აზიის ანტიკურ ნანგრევებში, ჯუნგლებში ცხოვრობენ.
"ველურებად დაბადებულნი" გვიყვება ჯუნგლების სხვადასხვა დაობლებულ ცხოველთა ქცევითი ურთიერთობების შესახებ არაორდინალურ ადმიანებთან, რომლებიც პატრონობენ მათ და მიყავთ ისინი ზრდასრულობამდე. ფილმის სიუჟეტი...
ძლიერ საინტერესო დევიდ ატენბოროს BBC 7 სერიანი დოკუმენტალური სერიალი, სამყაროს ყველაზე შორეულ ადგილებზე, სადაც ცხოვრებისთვის შეუსაბამო ექსტრემალური პირობებია...
ცნობილი ალპინისტის ჯო სიმპსონის ბესთსელერის ეკრანიზაცია, რომელიც მოგვითხრობს მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი რეალური ისტორიის შესახებ. წიგნში აღწერილია სიმპსონის და მისი მეგობარი საიმონ იეტსის ასვლა პერუს ანდების ერთ-ერთ მწვერვალზე 1985 წელს. ახალგაზრდა ამბიციურმა ალპინისტებმა გადაწყვიტეს შორეული სიულ გრანდეს დასავლეთ ქედი დალაშქრონ, რომლის სიმაღლეც შვიდიათასი მეტრია... დღეს სიმპსონი და იეტსი ერთად ბრუნდებიან მოვლენების ადგილზე, რათა თავიანთი თავგადასავალი გვიამბონ
ბანსკი გრაფიტის მხატვარია, რომლის ნამუშევრების ნახვა ნიუ-ორლეანში შეიძლება ან პალესტინაში. სასამართლოს მხრიდან დევნის თავიდან ასაცილებლად ის ცდილობს ანონიმურობა შეინარჩუნოს და ახერხებს, რომ ფირზე არასოდეს აღიბეჭდოს."სუვენირების მაღაზიიდან გასასვლელი" მოგვითხრობს არაჩვეულებრივ ნამდვილ ამბავს, როგორ ცდილობს პატარა მაღაზიის ექსცენტრიული მფლობელი ბანსკის გამოჭერას.
სერიალის "ცისფერი პლანეტას" შემქმნელებმა ახალი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, ისეთი როგორიც არასოდეს არ გინახავთ. ულამაზესი პეიზაჟები და შეუსწავლელი დედამიწის კუთხეები. ოთხწლიანმა შრომამ და დოკუმენტური ფილმისათვის უპრეცენტო ბიუჯეტმა მოგვცა საშუალება დავტკბეთ უნიკალური ფილმით.
რეჟისორ არი ფორმანის ანიმაციური ფილმი, რომელიც გადაღებულია ლიბანში მომხდარი რეალური მოვლენების მიხედვით. პრეზიდენტი ბაშირის მკვლელობის შემდეგ, ქრისტიან-ფალანგისტებმა, პალესტინელი ლტოლვილების ბანაკებში ჟლეტა მოაწყვეს, რომლის დროსაც 450-დან 2750 ადამიანამდე დაიღუპა.
პაბლო ესკობარი ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონი იყო, ხოლო ანდრე ესკობარი კოლუმბიის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი. პაბლოს ფულის დახმარებით ანდრეას ეროვნულმა ნაკრებმა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონობას მიაღწია.
ვივიან მაიერი წლების მანძილზე უცნობ ფოტოგრაფად რჩებოდა, ის მთელი ცხოვრება იღებდა ქუჩის ცხოვრებას, მაგრამ ფოტოებს არავის უჩვენებდა. წლების შემდეგ მის მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა შემთხვევით იქნა აღმოჩენილი.
დოკუმენტალური გამოკვლევები ჯორჯ ბუშის მონაწილეობასთან დაკავშირებით 11 სექტემბრის ტრაგედიაში. ფილმის მთავარი თემები – ტერორიზმის წყარო და 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებია.