ნუ ტირი, დედა Aglama anne
სეზონი 1 - სერია 18

GEO
ENG
RUS
ნუ ტირი, დედა Aglama anne
მოკლე აღწერა
სერიალის მიხედვით, ალევის მთელი ცხოვრება თავდაყირა დადგა მას შემდეგ, როცა გოგონა იძულებული შეიქნა საკუთარი ოჯახიდან წამოსულიყო და თავისუფლების ძნელ გზას დადგომოდა. გადის წლები და ალევი მშობლიურ მხარეში ბრუნდება, რათა შური იძიოს ოჯახზე, რომელმაც მას ზურგი აქცია მძიმე მომენტში და შური იძიოს ადნანზე... ადნანი ის ვიგინდარაა , რომელმაც გოგონას სისუსტით ისარგებლა და თავისი გაისწორა...შემდეგ კი მიაგდო ის.
5.0
ბედნიერი ვარსკვლავი  Çoban Yıldızı
30

GEO
ENG
RUS
ბედნიერი ვარსკვლავი Çoban Yıldızı
მოკლე აღწერა
ზუჰრა, ლამაზი, თავნება და ძალიან თავისუფლებისმოყვარე კაბადოკიელი გოგონაა. ერთხელაც, ის თვალში მოხვდა ფიქრეთ ქარაქაიას, საშუალო ასაკის ძალაუფლების მოყვარე კაცს, მდიდარსა და გავლენიან მიწების მესაკუთრეს... და გადაწყვიტა ფიქრეთმა - უთუოდ ჩემი უნდა გახდესო ეს ლამაზმანი... არც არაფერი დაკითხვია გოგონას, ისე იგდო ხელთ. ზუჰრა ქორწინების პირველსავე ღამეს გაექცა მოძალადე ქმარს. ავარდა ფიქრეთი - აქაოდა, როგორ შეურაცხჰყო ჩემი ღირსება ჭკუასუსტმა ქალმა!.. ზუჰრას კარგად ესმის, რომ მაინც იპოვნიან და დააბრუნებენ არასასურველ კაცთან. ძალიან შეშინებულია, მაგრამ საკუთარ პრინციპს არ ღალატობს. მოულოდნელად მას სეითი ეხმარება, ადგილობრივი ქვისმთლელი. იგი შეიფარებს გოგონას, შემდეგ კი - შეუყვარდება. წყვილი გადაწყვეტს გაეცალოს იქაურობას, რადგან დიდი საფრთხე მოელით. მალე სერიალში ახალი პერსონაჟი გამოჩნდება, ზექარი. ეს ყმაწვილი ფიქრეთის ვაჟი გახლავთ, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა იმაზე, თუ მამამისი დაისაკუთრებდა გოგონას, რომელზეც თავადაც ყოფილა თურმე შეყვარებული... სეითსა და ზუჰრას მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდათ და არავინ იცის რით დამთავდება ეს ისტორია
7.5