პარალელური სამყარო Cool World

GEO
ENG
RUS
პარალელური სამყარო Cool World
მოკლე აღწერა
ჯეკ დიბსი ანიმაციურ პერსონაჟებს ხატავს,მას მალე ციხიდან გამოსვლა უწევს.მისი კომიქსების სამყაროში უჩვეულო პერსონაჟები ცხოვრობენ. დიბსი ვერ აცნობიერებს,რომ ეს გამოგონილი სამყარო რეალურთანაა დაკავშირებული და მიუხედავად იმისა,რომ დაინტრიგებულია მისი პერსონაჟების გაცოცხლებით მაინც ნერვიულობს,რადგან იცის,რომ ამ სამყაროდან გადმოსული ყველა გმირი კეთილი და მეგობრული სულაც არ არის.
4.8
ერთხელ ჰოლივუდში Once Upon a Time in Hollywood

GEO
ENG
RUS
ერთხელ ჰოლივუდში Once Upon a Time in Hollywood
მოკლე აღწერა
ფილმში მოქმედება ვითარდება ლოს-ანჯელესში, 1969 წელს. ამომავალი მსახიობი და მისი დუბლიორი ცდილობენ გზა გაიკვლიონ კინო ინდუსტრიისკენ, ჰოლივუდის ოქროს ხანის უკანასკნელ წლებში...
7.4
გაიცანით ჯო ბლექი Meet Joe Black

GEO
ENG
RUS
გაიცანით ჯო ბლექი Meet Joe Black
მოკლე აღწერა
როცა დაუნდობელი სიკვდილი ბილ ფერიშის სულს მოაკითხავს, შესთავაზებს სიცოცხლის რამდენიმე დღის სანაცვლოდ ბილმა მასპინძლობა გაუწიოს. ფერიში თანხმდება, და ჯო ბლექის სახელს ამოფარებული სიკვდილი მონაწილეობას იღებს ბილის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მას ბილის ქალიშვილი შეუყვარდება. თუმცა, ბლექის შვებულება მთავრდება, ისევე როგორც ფერიშის სიცოცხლე.
7.1
ვარსკვლავებისკენ Ad Astra

GEO
ENG
RUS
ვარსკვლავებისკენ Ad Astra
მოკლე აღწერა
ასტრონავტი როი მაკბრაიდი დაუნდობელ მზის სისტემაში მისიით მიემგზავრება, რათა სიმართლეს ნათელი მოჰფინოს მამამისისა და წარუმატებელი ექსპედიციის შესახებ, რომელიც 30 წლის შემდეგ სამყაროს განადგურებით ემუქრება...
6.7
წაიკითხე და დაწვი / Burn After Reading

GEO
ENG
RUS
წაიკითხე და დაწვი / Burn After Reading
მოკლე აღწერა
ფილმში მოთხრობილია ისტორია ცრუ აგენტზე,რომელმაც თავისი საიდუმლოებებით მოცული დისკი დაკარგა...
7.0
მოკავშირენი / ALLIED

GEO
ENG
RUS
მოკავშირენი / ALLIED
მოკლე აღწერა
1942 წელს ფრანგ-კანადელ ჯაშუშ მაქსს შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა ფრანგი აგენტი მერიანი, კასაბლანკაში მისიის შემდეგ. მაქსი გაიგებს რომ მერიანი ნაცისტების ჯაშუშია და იწყებს მის თვალთვალს.
7.1/10 (32,509 ხმა)
მძინარენი / SLEEPERS

GEO
ENG
RUS
მძინარენი / SLEEPERS
მოკლე აღწერა
ბარი ლევინსონის დრამა, რომელშიც ორი მეგობარი ციხის ზედამხედველზე შურისძიებას გეგმავს. სასამართლო მოსმენაზე მან პასუხი უნდა აგოს იმ სისასტიკეზე,რომლითაც არასრულწლოვანებს ექცეოდა.
7.6/10 (157,227 ხმა)
12 მაიმუნი / 12 Monkeys

GEO
ENG
RUS
12 მაიმუნი / 12 Monkeys
მოკლე აღწერა
2035 წლისათვის უცნობმა ვირუსმა 5 მილიარდი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი გადარჩა. საჭიროა ვინმე დაბრუნდეს წარსულში, და იპოვოს ეპიდემიის წყარო, რათა შესაძლებელი გახდეს ვირუსის შესწავლა მანამდე, სანამ იგი მუტაციას განიცდის.
8.0/10 (476,162 ხმა)
მეგატვინი / Megamind

GEO
ENG
RUS
მეგატვინი / Megamind
მოკლე აღწერა
ეგატვინი ყველაზე გენიალური და ყველაზე უიღბლო ბოროტმოქმედია მსოფლიოში. მრავალი წელია იგი ცდილობს დაიპყროს მეტრო-სითი, მაგრამ მას ამაში ხელს სუპერგმირი მეტრო-მენი უშლის. ბოროტმოქმედი კლავს სუპერგმირს და ამით იგი ცხოვრების მიზანს კარგავს. ბოროტმოქმედი დარჩა სუპერგმირის გარეშე...
7.3/10 (173,559 ხმა)
ზღვასთან / By the Sea

GEO
ENG
RUS
ზღვასთან / By the Sea
მოკლე აღწერა
საფრანგეთი, 1970იანი წლები. ვანესა ყოფილი მოცეკვავეა, მისი მეუღლე როლანდი კი ამერიკელი მწერალი. ისინი ერთად მოგზაურობენ. ნელ-ნელა ისინი ერთმანეთს სცილდებიან, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც პატარა, მშვიდ ზღვისპირა ქალაქში ჩერდებიან.
5.2/10 (7,852 ხმა)
მსოფლიო ომი Z / WORLD WAR Z

GEO
ENG
RUS
მსოფლიო ომი Z / WORLD WAR Z
მოკლე აღწერა
სიუჟეტი ვითარდება გაეროს თანამშრომლის გარი ლეინის ირგვლივ, რომელიც მოგზაურობს მთელს ევროპაში, რომ შეაჩეროს ზომბი პანდემია, რომელიც ანადგურებს ქვეყნებს და მთავრობებს და კაცობრიობას გადაშენებით ემუქრება…
7.0/10 (448,703 ხმა)
როგორ მოკლა მშიშარა რობერტ ფორდმა ჯესი ჯეიმსი / The Assassination of Jesse James by the Coward Robert Ford

GEO
ENG
RUS
როგორ მოკლა მშიშარა რობერტ ფორდმა ჯესი ჯეიმსი / The Assassination of Jesse James by the Coward Robert Ford
მოკლე აღწერა
ამერიკაში ველური დასავლეთის დროის ყველაზე დრამატულად ცნობილი ამერიკელი განგსტერის ისტორია. თავხედი და ამოუცნობი ჯესი ჯეიმსი - ლეგენდარული ქურდია. ის ყოველთვის გულდასმით გეგმავს თავის თავდასხმებს და სასტიკად ებრძვის მათ, ვინც მისი სახელით ფულს შოულობს. 1881 წელს ჯეიმსის ბანდაში შევა – რობერტ ფორდი.. დროთა განმავლობაში ფორდს იმედი უცრუვდება ჯესიში, რომელიც არასოდეს ყოფილა სიმამაცით გამორჩეული..
7.6
ბაბილონი / BABEL

GEO
ENG
RUS
ბაბილონი / BABEL
მოკლე აღწერა
ფილმის მოქმედება ვითარდება მოროკოში, მექსიკასა და იაპონიაში. სიუჟეტის საწყის წერტილად კი ტრაგედია იქცევა, რომელიც ცოლ-ქმარს რიჩარდსა და სიუზანს შეემთხვევათ მოროკოში ტურისტული მოგზაურობის დროს. სიუზანი ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდება, რომელიც ტურისტულ ავტობუსს ორმა ადგილობრივმა ბიჭმა ესროლა. ამავე დროს რიჩარდის და სიუზანის ბავშვები, რომლებიც მექსიკელ ძიძას დაუტოვეს, მასთან ერთად მექსიკაში მიემგზავრებიან მისი შვილის ქორწილზე. და ეს მოგზაურობაც ძალიან რთული აღმოჩნდება... ბოლოს და ბოლოს, ტოკიოში მძიმედ გადატანილი დედის თვითმკვლელობის შემდეგ ყრუმუნჯი სტუდენტი გოგონა ჩიეკო გამომწვევად იქცევა და მამასთან კომფლიქტში შედის...
7.5