მოულოდნელი ქორწინება Hangimiz sevmedik

GEO
ENG
RUS
მოულოდნელი ქორწინება Hangimiz sevmedik
მოკლე აღწერა
ხშირად ხდება, რომ ნამდვილი სიყვარული თუნდაც მრავალი დაბრკოლების შემდეგ, კვლავ უბრუნდება ხალხის გულს. ამ სერიაის მთავარი გმირები არიან ახალგაზრდები, რომლებმაც ბევრი რამ განიცადეს. წყვილი აგრძელებს ერთმანეთის სიყვარულს, მაგრამ ვერ პოულობენ საერთო ენას. ეს ისე მოხდა, რომ მრავალმა პრობლემამ არ მისცა მათ ერთად ყოფნის საშვალება, მაგრამ გმირებმა ნამდვილად იციან, რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ ...
5.6
დარჩი ჩემთან Elimi birakma

GEO
ENG
RUS
დარჩი ჩემთან Elimi birakma
მოკლე აღწერა
ჯენქი შეძლებული ოჯახის მემკვიდრეა, რომელიც კვების ბიზნესს ფლობს. ის გარკვეული დროით ამერიკაში სწავლობდა. აზრა ცნობილი მექაბაბის ქალიშვილია. ისიც ამერიკაში სწავლობდა, ოღონდ - კულინარიის განხრით. ამ ორი ახალგაზრდის გზები ერთ აეროპორტში გადაიკვეთა: მათ ბარგი ერთმანეთში აურიეს და ასე დაბრუნდებიან ისინი თავიანთ სახლებში, სხვისი ნივთებით. მოვლენები ყველაზე საინტერესოდ მაშინ განვიტარდა, როდესაც ვაჟის ბებიამ წინადადება წამოაყენა, რომ ისინი ერთმანეთის შესაფერი წყვილიაო, რის შემდეგაც აშკარა სიურპრიზები დაიწყო... მაგრამ, რას ფიქრობენ სინამდვილეში ერთმანეთზე ახალგაზრდები? დაეთანხმებიან კი ისინი ხანდაზმული ქალბატონის მოსაზრებას?
6.9
მშვენიერი ისტორია Sevgili Geçmis

GEO
ENG
RUS
მშვენიერი ისტორია Sevgili Geçmis
მოკლე აღწერა
სერიალი სამი დის შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც გარკვეულ დრომდე ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ. მალე ისინი უცნაურ წერილს მიიღებენ, რის მიზეზითაც ერთ-ერთი დის ქორწილში მოხვდებიან. ეს შეხვედრა კი - ძალიან ემოციური აღმოჩნდება და თითოეული მათგანის ცხოვრებაში დიდ როლს ითამაშებს.
6.4
არავინ იცის Kimse Bilmez

GEO
ENG
RUS
არავინ იცის Kimse Bilmez
მოკლე აღწერა
ალის და სულეიმანს მშობლები ჯერ ადრეულ ასაკში გარდაეცვალათ. ძმები აღსაზრდელად ქალაქის ობოლ ბავშვთა თავშესაფარს გადასცეს. ამ დაწესებულებამ თავდაყირა დააყენა მათი ცხოვრება. მოულოდნელად, ალი მიხვდება, რომ განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ფლობს. კერძოდ, კარგად ხედავს სიბნელეში. სპეცსამსახურებმა ამის შესახებ შეიტყვეს და ის თავისთან წაიყვანეს. ამასთან დაკავშირებით, ძმებს განუცხადეს, რომ ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს ვერასოდეს ნახავდნენ... და ეს, მართლაც ასე მოხდა: ალი გასაიდუმლოებული სამხედრო სპეცდანიშნულების განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო, სულეიმანი ობოლთა თავშესაფარში აღიზარდა...
8.5
აზიზე Azize

GEO
ENG
RUS
აზიზე Azize
მოკლე აღწერა
სტამბოლი, თურქთა დედაქალაქი - უძველესი, უზარმაზარი და ულამაზესი მეგაპოლისი... აქ ორი ახალგაზრდა: აზიზე და ქართალი ცხოვრობს, რომლებიც ჯერ ერთმანეთს არ იცნობენ. აზიზე - თავაზიანი, ლამაზი და მიზანდასახული გოგონაა, რომელიც მშობლების მუდმივი ზედამხედველობისგან გადაიღალა
8.4
შენ ყველგან ხარ Her Yerde Sen

GEO
ENG
RUS
შენ ყველგან ხარ Her Yerde Sen
მოკლე აღწერა
ბედისწერაა თუ ცხოვრება, საუკეთესო რაც ჩვენ თავს ხდება ხშირად პრობლემების მიღმა იმალება. დემირი და სელინი, ორივე საშინლად ჯიუტი ადამიანი, ერთსა და იმავე სახლზე აცხადებს პრეტენზიას, რომელშიც უწევთ თანაცხოვრება. როდესაც დემირი იმ ფირმაში მივა, სადაც სელინი მენეჯერად მუშაობს, ყველაფერი კიდევ უფრო აირევა.
6.7
ჯიუტი სიყვარული Inadina ask

GEO
ENG
RUS
ჯიუტი სიყვარული Inadina ask
მოკლე აღწერა
დეფნე მომხიბვლელი გოგონაა, რომელსაც სამსახურში ახალი პერსპექტივის გაჩენისთანავე, მისი უფროსის ვაჟი, სკანდალების მოყვარული - იალინი უშლის ხელს. როგორც კი, ისინი ერთ ოთახში აღმოჩნდებიან, მაშინვე დაპირისპირების ქარიშხალი ამოვარდება. საქმის მოგვარებას დეფნეს ძმა ჩანარი შეუდგება. მაგრამ, მას ერთ ზნე სჭირს - როგორც კი ლამაზ ქალს დაინახავს, მაშინვე აცუნდრუკდება. ასე დაემართა იალინის დის, პირმშვენიერი ეშიმის დანახვისას. ბიჭი მაშინვე გაება გოგონას სასიყვარულო ქსელში. მან არ იცის როგორ მოაგვაროს დის საკითხი და რით უშველოს საკუთარ თავს.
5.4
მოგონებების ზარდახშა (დაჭრილი ჩიტები) Yarali Kuslar

GEO
ENG
RUS
მოგონებების ზარდახშა (დაჭრილი ჩიტები) Yarali Kuslar
მოკლე აღწერა
მირიამი და მისი უმცროსი ძმა ომარი, შედარებით მშვიდად ცხოვრობდა, ვიდრე მათი მამა, რომელსაც დურმუშა ჰქვია, ციხიდან არ გათავისუფლდა. ეს გადაგვარებული კაცი, საერთოდ არ ნაღვლობდა იმას, თუ როგორ იზრდებოდნენ ბავშვები მის გარეშე. მისი მიზანი მხოლოდ ფულისკენაა მიმართული და ყოველ ღონეს მიმართავს, რათა ის, ვინმეს წაგლიჯოს ან მოპაროს. ამ საქმეში კი, თავის პატარა ბიჭუნას იყენებს. ამჯერად, მამის დავალებით, ომარმა მდიდარი ბიზნესმენის იახტაზე უნდა შეაღწიოს და იქიდან რამდენიმე ნივთი გამოიტანოს. დურმუშას აზრით, ბიჭუნაზე ეჭვს არ აიღებენ. ბიჭი ყუთით დაბრუნდა. როგორც აღმოჩნდა, ეს ყუთი იახტის მეპატრონისთვის ძალიან მნიშვნელოვან რამეს წარმოადგენს, რადგანაც ის მისი ოჯახის ძვირფასი მოგონების ნაწილა.
6.7
უძვირფასესი Canevim

GEO
ENG
RUS
უძვირფასესი Canevim
მოკლე აღწერა
ერთი შეხედვით ომერისა და ჯეილანის სიყვარულს წინ ვერაფერი აღუდგება. წყვილი დაქორწინებას აპირებს. ორივე მათგანი მშრომელი ადამიანია, ჯეილანი დამლაგებლად მუშაობს და საკუთარ ოჯახს არჩენს, ხოლო ომერი მთლიან შემოსავალს ქორწილისთვის აგროვებს. შეყვარებულების იდილია საფრთხის ქვეშ დგება, როცა ჯეილანი დამატებითი ანაზღაურების ნაცვლად შეძლებული ოჯახის წვეულებაზე მიმტანად მუშაობას დათანხმდება...
4.8
შენი ზოდიაქოს ფერი Kara Sevda

GEO
ENG
RUS
შენი ზოდიაქოს ფერი Kara Sevda
მოკლე აღწერა
ქემალს პირველი სიყვარული მოულოდნელად ეწვია, როგორც ზღაპარში ხდება ხოლმე. პირველად გოგონას ტრანსპორტში შეხვდა, შემდეგ -გამოფენაზე და ბოლოს, მან ის დახრჩობას გადაარჩინა. გოგონა, რომელსაც ნიჰანი ჰქვია, მდიდარი ბიზნესმენის ქალიშვილია. ქემალი - ღარიბი დალაქის. ისინი რადიკალურად განსხვავებულ სამყაროებს ეკუთვნიან. აქვს კი რაიმე მომავალი მათ სიყვარულს, როცა ირგვლივ საშინელი ინტრიგები იხლართება?
7.2
ყორანი KUZGUN

GEO
ENG
RUS
ყორანი KUZGUN
მოკლე აღწერა
ქუზგუნი ბავშვობაში იძულებული შეიქნა თავის ოჯახს მოწყვეტილიყო. ის ახლა დაცვაში მუშაობს და 20 წლის შემდეგ სტამბულში დაბრუნებას გადაწყვეტს, რათა მამამისის, იუსუფ ჯებეჯის მკვლელობისთვის შური იძიოს, რომელიც კარგი პოლიციელი იყო. ქალაქში ჩასვლისთანავე, მის წინ დილა აღიმართა, რომელიც მისი ბავშვობის შეყვარებული იყო. ახლა ის წარმატებული ადვოკატია...
7.5
ბეჭედი Halka

GEO
ENG
RUS
ბეჭედი Halka
მოკლე აღწერა
ჯიჰანგირი და ქაანი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანებია. ისინი სხვადასხვა ადგილიდან ჩამოვიდნენ, მაგრამ ორთავემ ერთი მიზნით გაარკვიონ წარსულის მიჩქმალული ამბები ... ამის გამო, ისინი იმ სამყაროში აღმოჩნდნენ, სადაც ყველაფერს მაფია განაგებს, სადაც ყველაფერზე ფული ბატონობს და ყველაფერი მუდმივ ინტრიგებშია გახლართული. ახალგაზრდა გმირები, იმ დანაშაულებრივი დაჯგუფებას შეეჩეხებიან, რომელთა სიმბოლოს ბეჭედი წარმოადგენს
9.4
პატარა საყვარელი მატყუარები (თურქეთი) Pretty Little Liars (TR)

GEO
ENG
RUS
პატარა საყვარელი მატყუარები (თურქეთი) Pretty Little Liars (TR)
მოკლე აღწერა
სერიალი ხუთი მეგობარი გოგონას ისტორიას მოგვითხრობს. ერთხელ, ერთი მათგანი უცნაურად გაუჩინარდა. მეგობრებმა მისი პოვნა ვერ შეძლეს. ერთი წლის შემდეგ გოგონები იღებენ შეტყობინებებს უცნობი პირისაგან და როგორც ჩანს ამ ადამიანმა მათი ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოებები იცის, რომელიც მათ გარდა მხოლოდ დაკარგულმა მეგობარმა იცოდა.
7.5
ორმო / Cukur

GEO
ENG
RUS
ორმო / Cukur
მოკლე აღწერა
უბანს სახელად ორმოს, დიდი ხნიანი ისტორია აქვს და ეს ადგილი უკავშირდება ქოჩოვალების ოჯახს. ამ ადგილას ადამიანები არიან კეთილები და რაც მთავარია ერთი ოჯახივით არიან. სამწუხაროდ პირველ სეზონში მათი ოჯახის წევრებს გაურკვეველი ბანდა ამოხოცავს და ამიტომაც გადარჩენილებმა შური უნდა იძიონ ამ ბანდაზე.
8.4
შიგნით (ძმა) Insider (İcerde)
დაემატა: 39/39 სერია

GEO
ENG
RUS
შიგნით (ძმა) Insider (İcerde)
მოკლე აღწერა
დასაწყისში ნაჩვენებია პოლიციის აკადემიის გამოსაშვები, სადაც სამართლიან, პატიოსან , ძლიერი სულის მქონე პოლიციელებს ამზადებენ. სარპს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მისი ძმა, რომელიც დიდი ხნის წინ გაიტაცეს, მასთან ერთად სწავლობდა აკადემიაში. გატაცებისას მას უმუტი ერქვა, შემდეგ კი მეტე. ბავშვობაში ის ძალით გააწევრიანეს დაჯგუფებაში, რომელიც არალეგალური ვაჭრობით იყო დაკავებული. ყველას უნდა ჰყავდეს მფარველი ანგელოზი, გოგონა მელეკი გახდება უმუტ-მეტესთვის ასეთი ანგელოზი. გოგონა მას სწორ გზაზე დააყენებს და აკადემიაში ჩაბარებაში დაეხმარება. ძმები საერთო ენას ვერ პოულობენ მათ შორის სულ კონფლიქტია. როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა აკადემიის დასრულების შემდეგ?
7.4
გიუნეშის ქალიშვილები / Günesin Kizlari
69

GEO
ENG
RUS
გიუნეშის ქალიშვილები / Günesin Kizlari
მოკლე აღწერა
35 წლის ლიტერატურის მასწავლებელი, ქალბატონი გიუნეში, იზმირში ცხოვრობს. მას სამი ქალიშვილი ჰყავს: 17 წლის ტყუპები - ნაზლი და სელინი, მესამე პერი კი - ნაბოლარაა. ოჯახი ბედნიერად ცხოვრებას განაგრძობს. მაგრამ მოულოდნელად, მათ ცხოვრებაში სტამბულიდან ჩამოსული ბიზნესმენი - ჰალუქ მერთოღლუ გამოჩნდა.
5.7
ნაადრევი ფრინველი / Ранняя Пташка / Erkenci Kus
30

GEO
ENG
RUS
ნაადრევი ფრინველი / Ранняя Пташка / Erkenci Kus
მოკლე აღწერა
ჯანისა და სანემის დიდი სიყვარულის ისტორია, რომელთა გზები შემთხვვით გადაიკვეთა, სანემი ახალგაზრდა მხიარული გოგონა, ჯანი კი დიდი კომპანიის მფლობელი. მათი გზები მაშინ გადაიკვეთება, როცა სანემი მის კომპანიაში დაიწყებს მუშაობას
8.4
წითელი თავსაფარი Al Yazmalim

GEO
ENG
RUS
წითელი თავსაფარი Al Yazmalim
მოკლე აღწერა
ილიასი მოტომრბოლელია და ძალიან გატაცებულია ამ საქმიანობით. მამამისიც მოტომრბოლელი იყო და ძმაც. მაგრამ, ძმა რბოლისას დაეღუპა. მამა, ილიასს მოტოციკლზე დაჯდომას უკრძალავს, რადგან ეშინია, რომ მეორე ვაჟიც არ დაკარგოს. იგი ფიქრობს, რომ იქნებ ბიჭსდაქორწინებამ უშველოს და ამ საქმიანობაზე ხელი აიღოსო.
6.8
პატარა საიდუმლოებები / Ufak Tefek Cinayetler

GEO
ENG
RUS
პატარა საიდუმლოებები / Ufak Tefek Cinayetler
მოკლე აღწერა
თურქი ძუკნები: მერვე, ოია, არზუ და პელინი, ერთმანეთში ანგარიშსწორებას შეუდგნენ, მას შემდეგ, რაც სარმაშიქიდან დოქტორი ოია დაბრუნდა. ისინი ერთად სწავლობდნენ ლიცეუმში და ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდებიან. ეს ოთხეული, ოთხ სხვადასხვა საშიშ ძალას წარმოადგენს: შური, ღცარძლი, ბოროტება, ამბიციურობა...მათი ერთმანეთთან შეხვედრა კი - მკვლელობებთანაა დაკავშირებული... უფროსი კომისარი ქემალი თავის თანასემწე კომისარ ქალბატონ დერიასთან ერთად, ცდილობს მოწმეთა დაკითხვით, მკვლელობებში გარეული ქალბატონების შავბნელი საქმეების საკვანძო მხარეების გახსნას.
7.7
მზის მოლოდინში / Günesi Beklerken (Waiting for the Sun)

GEO
ENG
RUS
მზის მოლოდინში / Günesi Beklerken (Waiting for the Sun)
მოკლე აღწერა
სერიალის მთავარი გმირია ახალგაზრდა გოგონა სახელად დარია რომელიც ბურსისგან მოშორებით ცხოვრობს, პატარა ქალაქ გელიაზიში. დარია ცხოვრობს სახლში დედასთან ერთად. მათ საცხოვრებელი გარემოს შეცვლა გადაწყვიტეს და სტამბულში გადავიდნენ საცხოვრებლად.
ოცნების ნამსხვრევები / Ask Ve Mavi

GEO
ENG
RUS
ოცნების ნამსხვრევები / Ask Ve Mavi
მოკლე აღწერა
ალი მდიდარი ოჯახის შვილია. იგი რამდენიმე წელი იჯდა ციხეში აჰმედის მკვლელობისთვის. თავისი გათავისუფლების დღეს იგი მავის გაიცნობს, რომელიც ციხეში წერილებს უგზავნიდა. ახალგაზრდებმა მაშინვე გადაწყვიტეს დაქორწინება. მაგრამ მავი აჰმედის დაა, რომლის შესახებაც ალიმ არაფერი იცის. გოგონა მასზე გათხოვების შემდეგ, შურისძიების მიზნით, ალის მოკვლას აპირებს.
4.6
Beni Affet / მზიანი დღეები

GEO
ENG
RUS
Beni Affet / მზიანი დღეები
მოკლე აღწერა
ოსმან ქოზაქი, რამდენიმე წლის წინ ქაიზერიდან ანკარაში გადავიდა საცხოვრებლად. იგი ბიზნესმენია და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი. მას მაღაზიების ქსელი აქვს. მისი კომპანია ახლო აღმოსავლეთში მსხვილი ჰოლდინგის ექსპორტს ეწევა. ოსმანი მტკიცე ხასიათების ადამიანია. მისთვის დისციპლინა უმთავრესია. ის წარმატებულად მართავს თავის კომპანიას. თუმცა, მისი "რკინის მუშტის" მეთოდი, არც ისე კარგად სჭრის საკუთარ ოჯახში
4.3
სიყვარულს სიტყვების არ ესმის / Ask Laftan Anlamaz
31

GEO
ENG
RUS
სიყვარულს სიტყვების არ ესმის / Ask Laftan Anlamaz
მოკლე აღწერა
სერიალის მთავარი გმირი, ღარიბი გოგონაა, რომელიც პატარა ქალაქ გირესუნე-ჰაიათში ცხოვრობს. მოზრდილობის ასაკში გადაწყვიტა ცხოვრების შეცვლა და მეგობრებთან ერთდ სტამბულისკენ გაემართა. აქ იგი სამსახურს იშოვის და სიყვარულსაც შეხვდება
6.9
ნომერი: 309 / No: 309

GEO
ENG
RUS
ნომერი: 309 / No: 309
მოკლე აღწერა
რაღაც სასწაულებრივი დამთხვევით ონურმა და ლელე ერთი და იმავე ადგილას აღმოჩნდნენ ბრმა პაემანზე, რომელიც მათმა დედდებმა მოაწყვეს. და შემდეგ დილით მათ საკუთარი თავი ერთსა და იმავე საწლოში აღმოაჩინეს.
3,5
პირობა  Söz

GEO
ENG
RUS
პირობა Söz
მოკლე აღწერა
მას შემდეგ, რაც თურქეთი ტერორისტთა სამიზნე ქვეყნად გადაიქცა, ლეიტენანტმა იავუზმა ერთ-ერთი აფეთქებისას, ცოლი დაკარგა. თურქმა სამხედროებმა 12 მებრძოლისგან შემდგარი სპეციალური განყოფილება შექმნეს. მათი მიზანია იპოვონ ტერორისტთა ბანდდაჯგუფებები და ბოლომდე გაანადგურონ ისინი... ამ დაუნდობელ ბრძოლაში ქვედანაყოფს სათავეში იავუზი ჩაუდგება...
7.6
შავ-თეთრი სიყვარული / Siyah Beyaz Aşk

GEO
ENG
RUS
შავ-თეთრი სიყვარული / Siyah Beyaz Aşk
მოკლე აღწერა
ფერჰათი ის ადამიანი გახლავთ, რომელმაც დაივიწყა, თუ რა აუცილებელია სიყვარული. ის, ის კაცი არის, ვისაც თვალის დაუხამხამებლად შეუძლია მოკლას ვინმე, თუკი, ამას საჭიროება მოითხოვს. ასლი კი - გულთბილი გოგონაა. იგი პროფესიით ექიმია, რომელმაც თავი ადამიანების გადარჩენას მიუძღვნა. ფერჰათს სასწრაფოდ სჭირდება ექიმი, რათა ერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნას. ამის გამო, გადაიკვეთება ასლისა და მისი გზები. ეს ორი ადამიანი, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც შავი და თეთრი.
8.8
ვარდების ომი / Güllerin Savaş
150

GEO
ENG
RUS
ვარდების ომი / Güllerin Savaş
მოკლე აღწერა
ღარიბი მებაღე თავის ქალიშვილ გულრუსთან ერთად მდიდრულ ვილაში მუშაობდა. გულრუ მაშინ 6 წლის იყო. მებაღე მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, რომ ქალიშვილი ცხოვრებით კმაყოფილი და ბედნიერი ჰყოლოდა. გულრუს ბავშვობიდანვე შურდა სახლის მეპატრონის მდიდარი ქალიშვილის, რომელსაც სახელად ჯიულიდე ერქვა. გულრუ ბავშვობიდანვე ცდილობდა მისთვის ყველაფერში მიებაძა. ეს იყო ერთმანეთში გადახლართული ორი საპირისპირო გარემო - სიმდიდრე და სიღარიბე, ერთმანეთში არეული სიტკბო და სიმწარე, რაც მაშინ თითქოსდა საფრთხის ელემენტებს არ შეიცავდა... მაგრამ, მუდმივმა მიმბაძველობამ და დაცინვამ, გოგონები რაღაც ძალიან საშიშ შედეგამდე მიიყვანა
4.9
ორმო / ჩუკური / Cukur

GEO
ENG
RUS
ორმო / ჩუკური / Cukur
მოკლე აღწერა
მართლაც რომ კონტრასტების ქალაქია სტამბული. აქაურ ქუჩებში, არამარტო არქიტექტურის უნუკალურ ძაგლებს შეხვდები, არამედ ადგილობრივი კრიმინალების წარმომადგენლებსაც... ქოჩოვალების ოჯახი, დედაქალაქის ერთ-ერთი რაიონის ბანდის საქმეებს განაგებს.ამ კლანს, ასეთი პრინციპი აქვს - არასგზით არ დაუშვან საკუთარ ტერიტორიაზე ნარკოტიკებით ვაჭრობა. კონკურენტებს კი - არ სურთ ეს აკრძალვა, რადგან ნარკობიზნესი მათი ძირითადი შემოსავალია. ამან კლანებს შორის დაუნდობელი ომი გამოიწვია... სწორედ ამ დროს, სტამბულში ახალგაზრდა ბიჭი - იამაჩი ბრუნდება, რომელმაც ქოჩოვალების ოჯახი რამდენიმე წლის წინათ დატოვა. მიუხედავად რთული ხასიათისა, მან მაინც შეძლო ძალების გამონახვა საკუთარ თავში და უარი განაცხადა ოჯახის კრიმინალურ საქმეებში მონაწილეობაზე... მაგრამ, მას დიდ საბრძოლო ბატალიებში ჩართვა მაინც მოუწევს და ამასთან ერთად, არანაკლებ რთულ სასიყვარულო რომანთან შეჭიდებაც
8.4
სიცოცხლის სიმღერა Hayat Şarkısı

GEO
ENG
RUS
სიცოცხლის სიმღერა Hayat Şarkısı
მოკლე აღწერა
ყველაფერი ამ ცხოვრებაში გრძელდება ... ეს ამბავი არის ორი მეგობრის, სალიჰსა და ბაირამის გაცნობის შესახებ. მათი მეგობრობა და ფირმა და განუყოფელი იყო. დროთა განმავლობაში უფრო მეტიც ისინი გაიზარდნენ თავისი ოჯახებით. შემდეგ მათ საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღეს - მათი შვილების აღზრდისას რომ დაექორწინებინათ. გავიდა წელები, ყველას აქვს საკუთარი ცხოვრება. მაგრამ არც ერთი მათგანს დაავიწყდა ფიცი, და ახლა, მრავალი წლის შემდეგ, ისინი კვლავ შეხვდებიან ერტმანეთს. მაგრამ ისინი შეძლებენ ამის გაკეთებას? რადგან მათი შვილების გული უკვე დაკავეულია? ჩვენ მალე გავიგებთ ამის შესახებ.
7.0
მარწყვის სურნელი  Cilek Kokosu
23/23

GEO
ENG
RUS
მარწყვის სურნელი Cilek Kokosu
მოკლე აღწერა
ახალგაზრდა და ლამაზი ასლის სიყვარულის ისტორია. იგი ოცნებობს მსოფლიო დონის კონდიტერობაზე. ერთხელ მას ბედი თურქეთის ყველაზე სასურველ სასიძოსთან , მდიდარ ბურაკთან შეახვედრებს.მათი შეხვედრა უსიამოვნო აღმოჩნდება, ისინი ვერ იტანენ ერთმანეთს. ბორდრუმში გაფრენისას კი შემთხვევით ერთმანეთის გვერდით მოუწევთ დაჯდომა.
5.1
ბედნიერი ვარსკვლავი  Çoban Yıldızı
30

GEO
ENG
RUS
ბედნიერი ვარსკვლავი Çoban Yıldızı
მოკლე აღწერა
ზუჰრა, ლამაზი, თავნება და ძალიან თავისუფლებისმოყვარე კაბადოკიელი გოგონაა. ერთხელაც, ის თვალში მოხვდა ფიქრეთ ქარაქაიას, საშუალო ასაკის ძალაუფლების მოყვარე კაცს, მდიდარსა და გავლენიან მიწების მესაკუთრეს... და გადაწყვიტა ფიქრეთმა - უთუოდ ჩემი უნდა გახდესო ეს ლამაზმანი... არც არაფერი დაკითხვია გოგონას, ისე იგდო ხელთ. ზუჰრა ქორწინების პირველსავე ღამეს გაექცა მოძალადე ქმარს. ავარდა ფიქრეთი - აქაოდა, როგორ შეურაცხჰყო ჩემი ღირსება ჭკუასუსტმა ქალმა!.. ზუჰრას კარგად ესმის, რომ მაინც იპოვნიან და დააბრუნებენ არასასურველ კაცთან. ძალიან შეშინებულია, მაგრამ საკუთარ პრინციპს არ ღალატობს. მოულოდნელად მას სეითი ეხმარება, ადგილობრივი ქვისმთლელი. იგი შეიფარებს გოგონას, შემდეგ კი - შეუყვარდება. წყვილი გადაწყვეტს გაეცალოს იქაურობას, რადგან დიდი საფრთხე მოელით. მალე სერიალში ახალი პერსონაჟი გამოჩნდება, ზექარი. ეს ყმაწვილი ფიქრეთის ვაჟი გახლავთ, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა იმაზე, თუ მამამისი დაისაკუთრებდა გოგონას, რომელზეც თავადაც ყოფილა თურმე შეყვარებული... სეითსა და ზუჰრას მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდათ და არავინ იცის რით დამთავდება ეს ისტორია
7.5
მერიემი  Meryem

GEO
ENG
RUS
მერიემი Meryem
მოკლე აღწერა
თურქული სერიალების მოყვარული ქართველი ქალბატონების სათუთი სულისშემძვრელი, კიდევ ერთი სერიალი, რეჟისორ მუსთაფა შევქი დოღანისგან - "მერიემი". იგი კორეული დორამის - "საიდუმლო სიყვარული"-ს - რემეიკს წარმოადგენს... სერიალის მთავარი გმირი, მერიემი თავაზიანი გოგონაა, რომელიც ყველას უყვარს. ის, გზისპირა სადგურზე მუშაობს. სამუშაოსგან თავისუფალ დროს კი - მამას ეხმარება საცხობში, სადაც პური მზადდება. მერიემს შეყვარებული ჰყავს, რომელიც პროკურორია. მას ოქთაი ჰქვია. შეყვარებულები დაქორწინებას აპირებენ და მომავალის გეგმებს ადგენენ. თუმცა, ყველაფერი წამიერად იცვლება, როდესაც ოქთაი ავარიას გააკეთებს და ადამიანს გაიტანს. მერიემი თავს გაწირავს შეყვარებულისთვის, თავად დაიბრალებს ყველაფერს და ციხეში მის მაგივრად ჩაჯდება... ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მერიემის ცხოვრება რადიკალურად დამძიმდება: ჭორიკნობისგან ენაზე ტყავგაცლილი, მეზობლის ქალები, მას მკვლელს ეძახიან. ამასთან, მერიემს თავს წარმოუდგენელი პრობლემა დაატყდება სავაშის სახით, რომელიც ავარიაში დაღუპული გოგონას შეყვარებულია. ამ ნაბიჭვარს, შურისძიება სურს და მერიემს ცხოვრების დასამარებით ემუქრება.
6.6
კურტ სეიტი და შურა Kurt Seyit ve Şura

GEO
ENG
RUS
კურტ სეიტი და შურა Kurt Seyit ve Şura
მოკლე აღწერა
პირველ მსოფლიო ომში, მეფის რუსეთის არისტოკრატიის მარცხი და ევროპელი იმპერიალისტების მიერ დაქირავებული, ავანტიურისტი აგენტის, ვალოდია ლენინის მიერ ინსპირირებილი, თითქოსდა, კაცობრიობის ისტორიაში, ახალი ეპოქის დასაწყისის მაუწყებელი, რუსეთის ძმათამკვლელი "უნიფვხოთა" რევოლუციის შედეგები, უმძიმესად აისახა, წარმოდგენილი სერიალის გმირთა ცხოვრებაში... ამ ისტორიული მოვლენების ფონზე, ტრაგედიით , მწარე დანაკარგებითა და სასტიკი იმედგაცრუებით სავსე ისტორია გადახდებათ თავს, მთავარ გმირებს: მეფის არმიის ლეიტენანტ, კურტ სეიტს და 16 წლის არისტოკრატული წარმოშობის გოგონას, შურას.
7.1
მამა  Poyraz Karayel

GEO
ENG
RUS
მამა Poyraz Karayel
მოკლე აღწერა
მთავარი გმირი პოირაზ კარაელი არის ბედნიერი კაცი, მას ყავს ლამაზი ცოლი და საყვარელი შვილი. ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა, მაგრამ ერთი -ლამაზი- მომენტში, ძალიან მოკლე დროში, პოირაზმა ყველაფერი დაკარგა. მისი ცხოვრება ინგრევა. სიცოცხლის მიზანი ბავშვის დაბრუნებაა და ამისათვის მზად არის ყველაფრი გააკეტოს. ის იძულებულია შეუერთდეს კრიმინალურ დაჯგუფებას, სადაც ის გახდება შპიონი. სირთულეებთან ერთად, პორაზმა გაეცნო კრიმინალური დაჯგუფების - აისჰგულის ლიდერის ქალიშვილი, რომელიც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
8.5
ბინძური ფული და სიყვარული Kara Para Ask

GEO
ENG
RUS
ბინძური ფული და სიყვარული Kara Para Ask
მოკლე აღწერა
ომერი -პოლიციის კომისარია. მას დაურეკეს. ომერი მიემგზავრება ავტოშემთხვევის ადგილზე და რას ხედავს? მანქანის უკანა სავარძელში ზის მისი საცოლე სიბელი, ხოლო, მძღოლის სავარძელში ვიღაც უცნობი, რომელსაც აჰმედი ჰქვია. ომერს არ სჯერა, რომ ეს ჩვეულებრივი ავარიაა, არამედ, საკუთარი ინტუიციის მოიმედე ფიქრობს, რომ... იგი თავად შეუდგება საქმის გამოძიებას, რომლის მსვლელობისას, თანდათანობით გამოიკვეთება ისეთი ახალი ფაქტები, რომლებიც დანაშაულის უტყუარ მტკიცებულებაზე მიუთითებენ.
6.8
ტყუილი / Adını Sen Koy / Ты назови

GEO
ENG
RUS
ტყუილი / Adını Sen Koy / Ты назови
მოკლე აღწერა
ტელესერიალში "ტყუილი" მოვლენები ვითარდება ორი ახალგაზრდის გარშემო. სიუჟეტი ეფუძნება სიყვარულის ლამაზ გრძნობაზე. ძალიან მალე გაიგებთ ამის შესახებ. ამ სატელევიზიო სერიალის მთავარი გმირი არის ომერი. დიდი სინანულით, მას მხოლოდ ექვსი თვე ჰქონდა ცხოვრება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის არ იყო იზოლირებული, პირიქით. და ერთ დღეს ის, მონაწილეობს თამაშში". იმისათვის, რომ მისი პატარა ძმა ბედნიერი იყოს, მან უნდა დაქორწინოს გოგონა სახელად ზაჰრა.
5.4
დედა / Anne
დაემატა: 83 სერია

GEO
ENG
RUS
დედა / Anne
მოკლე აღწერა
სერიალი უმწეო გოგონაზე, თუჩეზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი დედის მხრიდან ძალადობრივი ზეგავლენის ქვეშ აღიზარდა. ქალი ერთ-ერთი ადგილობრივი პავილიონის თანამშრომელია და საყვარელთანაც წაიბოზანდარებს. გოგონა მიუხედავად თავისი რთული ცხოვრებისა, ოპტიმიზმის გრძნობას არ კარგავს. ის მუდმივად ფანტაზიორობს, იგონებს ახალ სამყაროებს და ჰაროვან ციხესიმაგრეებს აგებს ოცნებებში. ეს, მას თავისი დამახინჯებული არსებობის გასალამაზებლად სჭირდება. თუჩე იმედოვნებს, რო ერთხელაც იქნება - ბედი გაუღიმებს, მანამ კი - როგორმე უნდა გაუძლოს ბოზანდარა დედამისის მიერ ძალადობრივად თავსმოხვეულ საშინელ ყოფას... და მართლაც, მისი ოცნებები განხორციელბას იწყებს იმ მომენტიდან, როცა გოგონა ზეინეპს შეხვდება.
6.2
მეორე შანსი Kalbimdeki Deniz
დაემატა 151 სერია

GEO
ENG
RUS
მეორე შანსი Kalbimdeki Deniz
მოკლე აღწერა
სერიალი ქალბატონ დენიზის სულისშემძვრელ ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელმაც ერთდროულად, საყვარელ ქმართან ერთად, საუკეთესო მეგობარიც დაჰკარგა... რა უნდა იყოს იმაზე მეტი ტრაგიკული ოჯახის ერთგული სპეტაკი ქალისთვის, რომელსაც ქმარი, თავის მეგობართან ღალატობს... დენიზი კვლავ შეძლებს ფეხზე დადგომას, მაგრამ ღალატს არ არავის აპატიებს.
5.1
დარჩი ჩემთან Dayan Yuregim
დაემატა: 40/40 სერია

GEO
ENG
RUS
დარჩი ჩემთან Dayan Yuregim
მოკლე აღწერა
სერიალის მთავარ გმირ ქალბატონს, პრაქტიკულად ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ მომენტალურად: სამსახური, სახლი და ოჯახიც დაკარგა. ის საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა და ყველაფერი ნოლიდან უნდა დაიწყოს.
6.9
მამაცი და ლამაზი Cesur Ve Güzel
დაემატა 32 სერია

GEO
ENG
RUS
მამაცი და ლამაზი Cesur Ve Güzel
მოკლე აღწერა
პატარა მშვიდ ქალაქში, სადაც ყველაფერს კორლუდაგების უმდიდრესი ოჯახი განაგებს, მალე ყველაფერი შეიცვლება. შურისძიების წყურვილით აღვსილი ჯისური ქალაქში მამამისის გამო შურის საძიებლად ჩადის. კორლუდაგების ოჯახი - მისი ნომერი პირველი მტერია. თუმცა მისი შურისძიების წყურვილს უეცარი გრძნობა - სიყვარული დაემატება, როდესაც მას თავისი მტრის ქალიშვილი სუჰან კორლუდაგი შეუყვარდება. რაზე უნდა თქვას მან უარი შურისძიებაზე თუ სიყვარულზე?...
6.4