მელექი Benim Adim Melek
სეზონი 1 - სერია 98

GEO
ENG
RUS
მელექი Benim Adim Melek
მოკლე აღწერა
ალფაი კარგა ხანი ეკურკურებოდა მელექს და ბოლოს დაქორწინება სთხოვა. შეყვარებულებმა იქორწინეს და შვილებიც გაუჩნდათ. მაგრამ ქორწინების შემდეგ, კაცი ტირანად გადაიქცა და ოჯახის წევრებზე ფიზიკურად ძალადობდა. მელექს ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა და ბავშვებთან ერთად სტამბოლს შეაფარა თავი. აქ მან ცხოვრება ნოლიდან დაიწყო. ჰალილი შეუყვარდა და მასთან ერთად ახალი ოჯახის შექმნას აპირებდა, მაგამ ამ დროს ალფაი გამოჩნდა, რომელმაც ცოლის ღალატის გამო, სასტიკი შურისძიება გადაწყვიტა ...
7.0
ციხე (ეზო) Avlu
სეზონი 1 - სერია 3

GEO
ENG
RUS
ციხე (ეზო) Avlu
მოკლე აღწერა
სერიალის მთავარი გმირი ახალგაზრდა ქალბატონია, რომელიც ციხეში ზის. მაგრამ, მისთვის ყველაზე დიდი სასჯელი და ცუდი რამ ის არის, რომ მან თავისი გოგონას ნახვის ყველანაირი შესაძლებლობა დაკარგა: არ იცის როგორ იზრდება ის, როგორ ვითარდება და როგორ აღიქვამს გარე სამყაროს. ქალი დარწმუნებულია, რომ მომხდარში თავად არ არის დამნაშავე და სხვადასხვა გზებს ეძებს ციხიდან გასათავისუფლებლად და საკუთარ სახლში დასაბრუნებლად. მაგრამ მართლმსაჯულება მის მხარეზე არ აღმოჩნდა, რასაც სამწუხაროდ, უიმედობის გრძნობა მოჰყვა, თითქოს, მთელი ქვეყანა ამხედრდა და არავის შეეძლია მისი დახმარება
7.8
ტუსაღი Tutsak
სეზონი 1 - სერია 3

GEO
ENG
RUS
ტუსაღი Tutsak
მოკლე აღწერა
მშვენიერ და ამაყ ელიფ გურჰანს, აიძულებენ ცოლად გაჰყვეს მასზე 30 წლით უფროს მამაკაცს. სადილაჰი, დესპოტი ქმარი შეიქნა. ცოლი სახლში ჰყავდა დატყვევებული და ქუჩაში გახედვის უფლებას არ აძლევდა. მაგრამ, ერთხელაც საოცრება მოხდა. გაურკვეველ ვითარებაში, ქმარი სადღაც გაუჩინარდა. ახალგაზრდა ცოლი კი - პირისპირ აღმოჩნდა მარტო დარჩენილი მისთვის უცნობ სამყაროში
4.3
იელოუსტოუნი Yellowstone
სეზონი 3 - სერია 8

GEO
ENG
RUS
იელოუსტოუნი Yellowstone
მოკლე აღწერა
იელოუსტოუნი - პირველი ეროვნული პარკი, ერთ-ერთი პოპულარული ადგილია ამერიკაში. აქ ბევრი ისეთი რამ ხდება, რასაც ტურისტები ვერ ხედავენ და რაც მასობრივი მედია საშუალებებით არ შუქდება. ისტორია მოგვითხრობს დატონების ოჯახის ძალადობრივ სამყაროზე. ისინი ფლობენ ამერიკაში ყველაზე დიდ რანჩოს, რომელიც ესაზღვრება პარკის ტერიტორიას. მათ მიწაზე პრეტენზიას აცხადებს თვითონ პარკი, ინდიელების რეზევაციაც და დეველოპერებიც. ოჯახს ჯონ დატონის მეთაურობით მუდმივად უწევს თავისი საკუთრების დაცვა მათგან.
8.3
წვიმა The Rain
სეზონი 3 - სერია 2

GEO
ENG
RUS
წვიმა The Rain
მოკლე აღწერა
ექვსი წლის წინ მომაკვდინებელმა ვირუსმა, რომელსაც წვიმის წვეთები შეიცავდა, დედამიწაზე ბოლო მოუღო ყველაფერს. კორპორაცია აპოლოს თანამშრომელმა, რომელმაც იცოდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, გადამალა თავისი ოჯახი სპეციალურ ბუნკერში, თვითონ კი კაცობრიობის გადასარჩენად გაემართა. 6 წლის შემდეგ ოჯახს საკვები ელევა, უფროსი და გადაწყვეტს გავიდეს ბუნკერიდან რათა გადაარჩინოს უმცროსი ძმა.
6.8
#ცოცხალი #Alive (#Saraitda)

GEO
ENG
RUS
#ცოცხალი #Alive (#Saraitda)
მოკლე აღწერა
უცნობი ინფექციის სწრაფი გავრცელებამ მთელი ქალაქი უმართავ ქაოსში გახვია, თუმცა ერთადერთი ვინც გადაურჩა, ცოცხალია და იზოლაციაშია.ეს მისი ისტორიაა.
6.1
კლივლენდელი მძევლები Cleveland Abduction

GEO
ENG
RUS
კლივლენდელი მძევლები Cleveland Abduction
მოკლე აღწერა
ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე. 11 წელი მარტოხელა დედა იყო მოტაცებული და დაპატიმრებული არიელ კასტროში. მოგვიანებით მას კიდევ შეუერთდა 2 გოგონა. ის გახდა მათთვის საუკეთესო მეგობარი და აღმზრდელი, ის ეხმარებოდა გოგონებს გადაეტანათ ის დამცირება და ძალადობა, რომელსაც კასტრო მათ მიმართ იჩენდა
6.7
არასწორი ადგილი The Driftless Area

GEO
ENG
RUS
არასწორი ადგილი The Driftless Area
მოკლე აღწერა
წყნარი-ბარმენი, პიერი ბრუნდება მშობლიურ ქალაქშიმისი მშობლების სიკვდილის შემდეგ. მას შეუყვარდება იდუმალი გოგონა სახელად სტელა. და ეს დიდი მოვლენა აიძულებს მას პირისპირ დაუდგეს კრიმინალურ ელემენტებს შეინის სახით 
6.9
მერე რა იქნება? Ya Sonra?

GEO
ENG
RUS
მერე რა იქნება? Ya Sonra?
მოკლე აღწერა
ადამს უკვე 7 წელია ცოლად ჰყავს დიდემი. მან რამოდენიმეჯერ სცადა გამოეცადა თავის თავი ვაჭრობაში, მაგრამ სამწუხაროდ წარმატებას ვერ მიღწია. ამიტომ გადაწყვიტა გაეგრძელებინა მუშაობა ვეტერინარად. ის თავის ნებით გადაეშვა ერთფეროვანი ცხოვრების მორევში
5.1
სამყაროს კიდე Rim of the World

GEO
ENG
RUS
სამყაროს კიდე Rim of the World
მოკლე აღწერა
ოთხი სრულიად განსხვავებული თინეიჯერი ერთმანეთის უჩვეულო მოკავშირე გახდება, როდესაც მათი ცხოვრება ზაფხულის ბანაკში მოულოდნელად უცხოპლანეტელების შეჭრს ა გამო შეწყდება. ამ ეპიკურ სათავგადასავლო ფილმში ახალგაზრდებს მოუწევთ დაძლიონ თვიანთი შიშები, შეერკინონ უამრავ ხიფათს და ისწავლონ როგორ უნდა იმუშაინ გუნდურდ, რათა სამყარო გადარჩინონ.
5.2
სამეფო Kingdom
სეზონი 2 - სერია 6

GEO
ENG
RUS
სამეფო Kingdom
მოკლე აღწერა
გაზომბების ეპიდემია ჯოსონების დინასტიის მმართველობის პერიოდს ემთხვევა. დიდი ხნის მმართველი გარდაიცვლება, თუმცა მალევე ქვეყანას მკვდრეთით აღმდგარი, არამიწიერი ბოროტი სახით უბრუნდება. კორეის მემკვიდრე პრინცმა, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ქვეყანა გადარჩეს.
8.3
საბედისწერო პატრული  Doom Patrol
სეზონი 2 - სერია 9

GEO
ENG
RUS
საბედისწერო პატრული Doom Patrol
მოკლე აღწერა
სერიალი იმ სუპერგმირებზე მოგვითხრობს, რომლებსაც საბედისწერო შემთხვევითობის წყალობით, ზებუნებრივი ძალები განუვითარდათ... არაჩვეულებრივი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება: გუნდის ხელმძღვანელი და შემქმნელი - შებერტყილი და დედისმგესლავი მეცნიერი, ნაილზ კოლდერია; წევრები: დედისწიოკი შავკანიანი რობოტმენი, ნეგატიური კაცი, შერეკილი ჯეინი და ელასტიური სექსბომბა ქალი. სამსახურისგან გატეხილი და ცხოვრებისგან გადაღლილი გუნდის წევრები, საკუთარ თავში ნახულობენ ძალებს და დედამიწის მაცხოვრებლებს ყველაზე საშინელი საფრთხეებისგან იცავენ... ერთი სიტყვით, საბედისწერო პატრული, ეს გარიყულთა ის გუნდია, რომელიც იმ სამყაროს გადარჩენისთვის იბრძვის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მათთან...
9.0
საოცარი ახალი სამყარო Brave New World
სეზონი 1 - სერია 8

GEO
ENG
RUS
საოცარი ახალი სამყარო Brave New World
მოკლე აღწერა
ოლდოს ჰაქსლის ამავე სახელწოდების წიგნის სატელევიზიო ეკრანიზაცია, რომელშიც მოქმედება აპოკალიპტურ მომავალში მიმდინარეობს.
7.0
მედიჩი: ფლორენციის მბრძანებლები Medici: Masters of Florence
სეზონი 3 - სერია 2

GEO
ENG
RUS
მედიჩი: ფლორენციის მბრძანებლები Medici: Masters of Florence
მოკლე აღწერა
ფილმი მოგვითხრობს როგორ გადაიქცა მედიჩების ოჯახი ჩვეულებრივი ვაჭრების ოჯახიდან, ტიტულის მქონე კლანად. მათ გავლენა იქონიეს სულიე, ეკონომიკურ და კულტურულ რევოლუციაზე და ბევრი მტერიც გაიჩინეს.
7.9
არაუშვს, ყველაფერი კარგად იქნება It's Okay to Not Be Okay
სეზონი 1 - სერია 8

GEO
ENG
RUS
არაუშვს, ყველაფერი კარგად იქნება It's Okay to Not Be Okay
მოკლე აღწერა
ისტორია ფსიქიატრიულ განყოფილებაში მომუშავე კაცისა და ანტისოციალური პიროვნული აშლილობის მქონე ქალის შესახებ, რომელიც ბავშვთა წიგნების პოპულარული მწერალია.
9.2
მილიონი წვრილმანი A Million Little Things
სეზონი 2 - სერია 12

GEO
ENG
RUS
მილიონი წვრილმანი A Million Little Things
მოკლე აღწერა
როგორც ამბობენ, მეგობრობა ერთი დიდი მთლიანობა არ არის, ის ათასი წვრილმანისგან შედგება. ეს სწორედ ასეა ბოსტონელი მეგობრებისთვის, რომლებიც გაუთვალისწინებელმა ვითარებამ შეაკავშირა. ზოგი წარმატებულია, ზოგი კარიერისა და პირადი ცხოვრების აწყობას ცდილობს. მაგრამ ერთ-ერთი მათგანის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, თითოეული ცხოვრებისეული სირთულეების მორევში აღმოჩნდება. ეს ერთგვარი გამოფხიზლებაა ყველასთვის. მათ უნდათ განაგრძონ ცხოვრება. გზადაგზა აღმოაჩენენ რომ ერთადერთი ვინც შეიძლება საკუთარი თავისგან დაგიცვას სწორედ რომ მეგობარია.
7.9
გულისცემა Kalp Atışı
75 სერია

GEO
ENG
RUS
გულისცემა Kalp Atışı
მოკლე აღწერა
ეიიულს, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა - მრავალი დრამატული ამბავი გადახდა თავს. მოზარდობაში ხშირად უწევდა სკოლების ცვლა, რადგან მასწავლებლებს არ სურდათ მასთან მეცადინეობების ჩატარება. ერთი ასეთი შემთხვევისას, მამამ გოგონა სიკვდილამდე სცემა. მაშინ მან სტოიკურად აიტანა დამცირება და არ უტირია. ერთადერთი ადამიანი, ვისაც გოგონა ნამდვილად უყვარს, მხოლოდ ბებიაა, რომელიც ღმერთს ევედრება, რომ მის საყვარელ შვილიშვილს მხსნელი და პატრონი მოუვლინოს. მართლაც, მალე გამოჩნდა ახალგაზრდა ექიმი, სახელად ალი ასაფი, რომელიც იზულებული შეიქნა, სტამბოლში კარიერაზე უარი ეთქვა და პროვინციული ქალაქისკენ გამოემართა.
2017
ხუმრობა Kidding
სეზონი 2 - სერია 1

GEO
ENG
RUS
ხუმრობა Kidding
მოკლე აღწერა
ჯეფი, რომელსაც მისტერ პიკლზის სახელითაც იცნობენ, საბავშვო გადაცემების ნამდვილი ვარსკვლავია. თუმცა, როდესაც მის რეალურ ცხოვრებაში საქმე მაინცდამაინც კარგად ვეღარ მიდის, მხიარული ამბებიც, რასაც ის ხალხს უყვება, შესაძლოა კოშმარად გადაიქცეს. და შედეგად რას ვიღებთ? კეთილი ადამიანი აღმოჩნდება სასტიკ სამყაროში, სადაც ყველაფერი გარშემო ინგრევა...
7.7
ალიენისტი  The Alienist
სეზონი 2 - სერია 3

GEO
ENG
RUS
ალიენისტი The Alienist
მოკლე აღწერა
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, 1986 წელს ნიუ იორკს სასტიკი მკვლელობების სერია შეძრავს. ქალაქში ბავშვებს კლავენ, ყველა ჯერზე უფროდაუფრო სასტიკი გზით, თითქოს სისხლიანი რიტუალი სრულდება. გამოძიებას საინტერესო გუნდი აწარმოებს : მომავალი პრეზიდენტი, ჯერჯერობით კი პოლიციის კომისარი თეოდორ რუზველტი, ცნობილი ფსიქოლოგი ალიენისტი, რომელიც გონებრივ პრობლემებს შეისწავლის, ლასლო კრაიცლერი და კრიმინალური ქრონიკის ჟურნალისტი ჯონ სკაილერ მური.
7.7
ჩვენი ამბავი Bizim Hikaye
სეზონი 1 - სერია 72

GEO
ENG
RUS
ჩვენი ამბავი Bizim Hikaye
მოკლე აღწერა
ეს პროექტი აშშ-ს სერიალის "უსირცხვილოების" თურქულ რემეიკს (გადამუშავებას) წარმოადგენს. სტამბულის ღარიბ უბანში ერთი ოჯახი ცხოვრობს, სადაც მის ყველა წევრზე, უფროსი და ფილიზი ზრუნავს. დედამ - ოჯახი მიატოვა და შაითანმა უწყის სად და ვისთან წავიდა. მამა კი - პირწავარდნილი ლოთია. ოჯახში ექვსი ბავშვია და მიუხედავად ასეთი ყოფისა, მედგრად დგანან და გააქვთ საკუთარი თავი...
6.5
აკადემია ამბრელა The Umbrella Academy
სეზონი 2 - სერია 10

GEO
ENG
RUS
აკადემია ამბრელა The Umbrella Academy
მოკლე აღწერა
მოქმედებები ალტერნატიულ სამყაროში ვითარდება. მეოცე საუკუნის შუახანებში 43 ქალი, რომლებიც აქმდე ორსულები არ ყოფილან, ერთდოულად ბადებენ ჩვილებს, რომლებიც სუპერძალებით არიან დაჯილდოებულნი
8.5
უფრთო ჩიტები Kanatsız Kuşlar
სეზონი 1 - სერია 108

GEO
ENG
RUS
უფრთო ჩიტები Kanatsız Kuşlar
მოკლე აღწერა
ნეფისს მეუღლე გარდაიცვალა და ოჯახის მთელი სიმძიმე ქალს დააწვა მხრებზე. მან ნებისმიერ ფასად უნდა შეძლოს ოჯახის ხსნა განადგურებისგან. ნეფისი მზად არის შვილებისთვის თავი გასწიროს. ისინიც გრძნობენ ამას და დედას ყოველმხრივ გვერდით უდგანან. მათგან განსაკუთრებით ზეინეპი, რომელიც სულ მალე სასიყვარულო სამეულში აღმოჩნდება ჩათრეული...
5.6
სიცივე Zemheri
სეზონი 1 - სერია 40

GEO
ENG
RUS
სიცივე Zemheri
მოკლე აღწერა
ფირუზესა და აიაზს სიგიჟემდე უყვარს ერთმანეთი. მაგრამ ვაჟმა დედის დაჟინებით გოგონა მიატოვა და ქალის რჩეულზე დაინიშნა... გავიდა დრო...ერთხელ მშენებლობაზე, სადაც ფირუზეს მამა მუშაობდა, უბედური შემთხვევა მოხდა. კაცს 13 ადამიანის სიკვდილში დებენ ბრალს. ფირუზე, რომელიც იურისტი გახდა, ცდილობს ბრალდების უსამართლობა და მამის უდანაშაულობა დაამტკიცოს. მაგრამ მას გზაზე კვლავ აიაზი გადაეღობება, რომელიც ამ სამშენებლო კომპანიის მფლობელი აღმოჩნდება და აღნიშნულ შემთხვევასთან არის დაკავშირებული... აიაზი არჩევანის წინაშე დადგა: ვინ არის მისთვის გადამწყვეტი - საკუთარი ოჯახი, თუ შეყვარებული, რომელსაც ეღთხელ უკვე უღალატა ...
6.9
ჩვენი რიგი Darısı Başımıza
სეზონი 1 - სერია 4

GEO
ENG
RUS
ჩვენი რიგი Darısı Başımıza
მოკლე აღწერა
ზერინს თავისივე შვილებმა უღალატეს. მან მთელი თავისი ცხოვრება მათ მიუძღვნა, თუმცა შვილებმა თავისებურად ცხოვრება გადაწყვიტეს. უფროსი ქალიშვილი რიუია მსახიობზეა შეყვარებული, თუმცა ამავდროულად იცის, რომ ის კიდევ ერთ თაყვანისმცემელს ყურადღებას არასოდეს მიაქცევს. ვაჟი სერკამი კვლავაც დედის კისერზე ცხოვრობს, თუმცა დედის მზრუნველობას ყოველთვის ნეგატივით პასუხობს. ოიქიუმ სხვა ქვეყანაში გადასვლა გადაწყვიტა, რომ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაეწყო. ზერინი გახარებულია, რომ მისი ქალიშვილი გათხოვებას გეგმავს. მას იმედი აქვს, რომ ამ მოვლენის შემდეგ ცხოვრება შეიცვლება, თუმცა ბედისწერას მისთვის კიდევ რამდენიმე უსიამოვნო სურპრიზი აქვს შემონახული.
5.3
მტრედი Güvercin (The Pigeon)
სეზონი 1 - სერია 43

GEO
ENG
RUS
მტრედი Güvercin (The Pigeon)
მოკლე აღწერა
ბედივ ქავი ბოლო 15 წელია სხვადასხვა ციხეებშია. მას ბრალი მისი ძველი მეგობრის, მდიდართა ოჯახის შვილის, აჰმეთ ჯიბრანოღლუს ცივსისხლიანი მკვლელობის გამო წაუყენეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის გადაწყვეტს ახალი ცხოვრება დაიწყოს, მაგრამ მას ამის საშუალებას ოქეში, გარდაცვლილის უმცროსი ძმა არ მისცემს, რომელმაც დაიფიცა, რომ შურს იძიებს საყვარელი ადამიანის სიკვდილისთვის ...
6.3
ღამე დედამიწაზე Night on Earth
სეზონი 1 - სერია 6

GEO
ENG
RUS
ღამე დედამიწაზე Night on Earth
მოკლე აღწერა
როდესაც მზე ჩადის, ახალი სამყარო იღვიძებს, ხოლო ახალი ტექნოლოგიები ჩვენი პლანეტის საოცრებებს სრულიად სხვა ფერთი წარმოაჩენს, სადაც მთელს მსოფლიოში, ჩვენ ამ სამყაროს უდიდეს პეიზაჟებსა და ცხოველების ფარულ მხარეს აღმოვაჩენთ
8.2
უფრო ხმამაღლა ვიდრე ბომბები Louder Than Bombs

GEO
ENG
RUS
უფრო ხმამაღლა ვიდრე ბომბები Louder Than Bombs
მოკლე აღწერა
ჯინი თავისი ცოლის ფოტოგრაფი ლაურა ფრიდის სიკვდილის შემდეგ ყოველდღიურ ცხოვრებას მორცხვ თინეიჯერ შვილთან ერთად კონრადთან აგრძელებს. ლაურას უფროსი შვილი ძველ სახლში ბრუნდება სადაც დაიბადა და დიდი ხნის შემდეგ პირველად მამა და ორი ძმა ერთად ცხოვრობენ ერთ ჭერ ქვეშ ...
6.5
ოფიცერი და ჯაშუში An Officer and a Spy (J’accuse)

GEO
ENG
RUS
ოფიცერი და ჯაშუში An Officer and a Spy (J’accuse)
მოკლე აღწერა
ფილმი ინგლისელი მწერლის, რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული, რომელიც თავის მხრივ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, რომელშიც მოვლენები 1894 წელს ვითარდება, როდესაც ფრანგ ოფიცერს, ალფრედ დრეიფუს გერმანელებისთვის საიდუმლო დოკუმენტების მიწოდების გამო ატლანტიკის ოკეანეში მდებარე ტროპიკულ კუნძულზე უვადო დეპორტაციაში გაუშვებენ. ალფრედის ყოფილი უფროსი – ჟორჟ პიკარი – მისი ქვეშემდგომის საქმის გამოძიებას პირადად გადაწყვეტს და გაიგებს, რომ მეორე ბიუროს ბევრი ოფიცერი გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობს.

7.2
ფატალური რომანი Fatal Affair

GEO
ENG
RUS
ფატალური რომანი Fatal Affair
მოკლე აღწერა
ძველ მეგობართან დეივიდთან ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ ელი ცდილობს გამოასწოროს ურთიერთობა თავის ქმართან, მარკუსთან, თუმცა აღმოაჩენს, რომ დეივიდი გაცილებით უფრო საშიში და გაუწონასწორებელია ვიდრე წარმოედგინა. პიტერ სულივანის ფილმი.
4.4
უკვდავი The Immortal (L'immortale)

GEO
ENG
RUS
უკვდავი The Immortal (L'immortale)
მოკლე აღწერა
ჩიროს სხეული ნელა იძირებოდა ნეაპოლის ყურეში. ფსკერთან ახლოს მოგონებები აიშალნენ. 1980 წელი, დედამიწა ირხევა და შენობები ინგრევა. ნანგრევების ქვეშიდან ბავშვის ტირილი ისმის. ათი წლის შემდეგ ბავშვი მოზარდ ბიჭად იქცა, რომელიც დამოუკიდებლად იკვალავს გზას ნეაპოლის ქუჩებში.
6.2
ქალური ბედნიერება Kumkum Bhagya
სეზონი 1 - სერია 4

GEO
ENG
RUS
ქალური ბედნიერება Kumkum Bhagya
მოკლე აღწერა
ამბავი ორი დის შესახებ, რომლებიც ერთმანეთისთვის განუყოფელი ნაწილები არიან. სამწუხაროდ მათ ცხოვრებაში ბევრი სირთულის გადალახვა და ბედნიერებისთვის ბრძოლა მოუწევთ
3.9
ღალატი და ერთგულება Vatanım Sensin
სეზონი 1 - სერია 104

GEO
ENG
RUS
ღალატი და ერთგულება Vatanım Sensin
მოკლე აღწერა
ბერძნებმა, ქალაქი იზმირი დაიპყრეს. აზიზე ქმრის არყოფნისას სამ ბავშვს მარტო ზრდის. მისი ქმარი თურქეთის არმიის კაპიტანია. ცუდ ამბავთან ერთად, ომმა ამ ოჯახს კარგიც მოუტანაა. ჩამოვა ის, ვისაც მოუთმენლად ელოდნენ. ოჯახს უჩინარი მტრებიც ჰყავს ...
8.1
გზაჯვარედინი Medcezir
სერია 169

GEO
ENG
RUS
გზაჯვარედინი Medcezir
მოკლე აღწერა
სერიალი მოგვითხრობს თურქეთში ფენებად დაყოპილ საზოგადოებაზე, რომლის სათავეში დგანან ისინი, ვისაც ფული აქცს. იამანი ღარიბი ბიჭია, რომელსაც ციხე ემუქრება მდიდარის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის. თუმცა გამოჩნდება ადვოკატი, რომელიც იამანს იხსნის და დაანახებს როგორ მეფობს ფული და უკანონობა სინამდვილეში
6.8
კონდორი Condor
სეზონი 2 - სერია 10

GEO
ENG
RUS
კონდორი Condor
მოკლე აღწერა
შესვენებიდან დაბრუნებულიკ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ახალგაზრდა თანამშრომელი აღმოაჩენს, რომ მისი თანამშრომლები დახოცილები არიან. საქმის გამოძიება შოკისმომგვრელ საიდუმლოებსა და შეთქმულებას გამოააშკარავებს.
7.8
აჩრდილებთან მოსაუბრე Ghost Whisperer
სეზონი 2 - სერია 11

GEO
ENG
RUS
აჩრდილებთან მოსაუბრე Ghost Whisperer
მოკლე აღწერა
მელინდას ბავშვობიდან უცნაური ნიჭი აქვს - ის გარდაცვლილთა აჩრდილებს ხედავს და ესმის მათი. დროთა განმავლობაში მელინდა ხვდება, რომ ვერ შეძლებს ამ თვისების იგნორირებას. ის უნდა დაეხმაროს რეალურ და იმქვეყნიურ სამყაროს შორის დარჩენილ აჩრდილებს ზღვარის გადალახვაში.
6.4
პერი მეისონი Perry Mason
სეზონი 1 - სერია 7

GEO
ENG
RUS
პერი მეისონი Perry Mason
მოკლე აღწერა
ამერიკელი მწერლის და დეტექტიური ჟანრის კლასიკოსის ერლ სტენლი გარდნერის რომანების სერიებზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, რომელშიც მოვლენები 1932 წელს ლოს-ანჯელესში ვითარდება. სანამ ამერიკის შეერთებული შტატები დიდი დეპრესიის შემდეგ ძალებს იკრებს, ლოს-ანჯელეს იზრდება და არნახული ტემპით ვითარდება: ნავთობი, ოლიმპიური თამაშები, ვინტაჟური ფილმები, ევანგელიკა და … ბავშვების მასობრივი გატაცება. პერი მეისონი – ადგილობრივი ადვოკატია, რომელსაც თავის კარიერაში ყველაზე რთულ საქმეებთან გამკლავება უწევს, და იგი მისი ერთგული კოლეგის, კერძო დეტექტივის პოლ დრეიკის დახმარებით საკუთარ გამოძიებას იწყებს, სადაც დამნაშავის დევნა მეისონისთვის ქალაქის საიდუმლოებების გამოვლენის და საკუთარი ცოდვების გამოსყიდვის შესაძლებლობა ხდება….
7.1